თურქეთში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

თურქეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. როგორც თურქული მედია იტყობინება, დაკავებულ ქართველებს პოლიციელის მკვლეობაში ედებათ ბრალი. მოკლული 45 წლის ჩეთინ შაჰინია

ინციდენტი თურქეთის ქალაქ მარმარისში მოხდა. ადგილობრივი პრესის ცნობით, დილის 06:00 საათზე უცნობი პირები სამართალდამცველის კუთვნილი ავტომობილის გატაცებას ცდილობდნენ, რა დროსაც ჩეთინ შაჰინმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. თურქული მედია წერს, რომ სამართალდამცველს ცივი იარაღით სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივი მედიასაშულებები აღნიშნავენ, დაკავებული ქართველები სხვა დანაშაულების ჩადენაშიც არიან ეჭვმიტანილები.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ჩემი უშუალო დავალებით, ქალაქის მასშტაბით მიკროავტობუსების მონიტორინგი ხორციელდება
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს