თურქეთში ოთხი წლის წინ დაზიანებული ქართული თვითმფრინავი აღმოაჩინეს

თურქეთში ოთხი წლის წინ დაზიანებული ქართული თვითმფრინავი აღმოაჩინეს

თურქეთში ოთხი წლის წინ დაზიანებული ქართული თვითმფრინავი აღმოაჩინესერზერუმის აეროპორტში აღმოაჩინეს თვითმფრინავი ილ-76ტდ, რომელიც ქართულ ავიაკომპანია Sky Georgia-ს ეკუთვნოდა – ამის შესახებ Daily Sabah წერს.

საჰაერო ხომალდი დაახლოებით 4 წელია იქ დგას. თვითმფრინავი ერზერუმში 2011 წლის 23 ოქტომბერს გააჩერეს კაბინის დაზიანების გამო, რომელიც მან ყირგიზეთში მიიღო.
2015 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით, თანხა, რომელიც თვითმფრინავის პარკირების და მისი მომსახურების გამო დაგროვდა, დაახლოებით 640 ათასი ევროა, თუმცაღა თვითმფრინავის პატრონები მას არ გადაიხდიან, რადგანაც რეისი თურქეთში ჰუმანიტარული მისიით განხორციელდა.
2011 წლის ოქტომბერში სკაი ჯორჯიამ ერზერუმში მიწისძვრით დაზარაებულთა დასახმარებლად საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებები ჩაიტანა. აღნიშნული მიწისძვრის დროს დაახლოებით 600 ადამიანი დაიღუპა, 4 ათასამდე კი დაზიანდა. თვითმფრინავი, რომელმაც ყირგიზეთში მიიღო დაზიანება მშვიდობიანად დაფრინდა აეროპორტში, მაგრამ საქართველოში გაფრენა ვერ შეძლო.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: თამაზაშვილებს რვა ოჯახისთვის ბინები ხელიდან გამოვგლიჯეთ
შემდეგი სტატიალიტვამ რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა…