სტამბულში, ათათურქის აეროპორტში გაზეთ Cumhuriyet-ის გამომცემელი აკინ ატალაი დააპატიმრეს – ატალაი გერმანიიდან ჩაფრინდა – დღეს გამოცემის ინტერნეტ-გვერდზე გამოაქვეყნეს.
5 ნოემბერს სტამბულის სასამართლომ Cumhuriyet-ის რედაქტორის და 8 სხვა ხელმძღვანელი პირის დაპატიმრების ორდერი გასცა. მათ ბრალი ტერორიზმში ედებათ. ისინი ქურთების მუშათა პარტიის მხარდაჭერაში არიან ბრალდებულები.
თურქეთში მასობრივი დაპატიმრებები სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგ დაიწყო.