თურქეთის ქალაქ დიარბაკირში მომხდარი აფეთქება ტერაქტი არ არის, – ამის შესახებ ქვეყნის შსს-მ განაცხადა. „აფეთქება სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა. ერთი ადამიანი ნანგრევებს ქვეშაა მოყოლილი, მაგრამ ცოცხალია. ერთმა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო, რამდენიმე დაშავდა,“ – განაცხადა თურქეთს შს მინისტრმა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა შენობაში, სადაც პოლიციის ჯავშატექნიკას არემონტებდნენ. შენობა ნაწილობრივ დაინგრა. შეგახსენებთ: პროვინცია დიარბაკირში ქურთების მუშათა პარტია მოქმედებს, რომელიც თურქეთში აკრძალულია. პარტიის წევრები და მხარდამჭერები აფეთქებებს ხშირად აწყობენ.