თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფერთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.
ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

banner
წინა სტატიაში(foto-video) ორი ძლიერი აფეთქება სტამბოლში
შემდეგი სტატიასტამბოლის ტერაქტს 13 ადამიანი შეეწირა