თურქეთში გიულენთან კავშირის გამო 380 მეწარმეს დააპატიმრებენ

თურქეთის მთავრობამ 380 მეწარმის დაპატიმრების ორდერი გასცა, რომელთაც ფეხტულახ გიულენთან კავშირში ედებათ ბრალი. სავარაუდოდ, ბიზნესმენები თურქეთში სამხედრო გადატრიალებას აფინანსებდნენ.
ფეხტულახ გიულენი გადატრიალების მთავარ ორგანიზატორად მიაჩნია თურქეთის მთავრობას და აშშ-ს მის ექსტრადაციას სთხოვს. შეგახსენებთ, რომ თურქეთში პუტჩის მცდელობა 2016 წლის 16 ივლისს მოხდა, რომლის დროსაც 300-მდე ადამიანი დაიღუპა და 500-მდე დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშითბილისის სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ დღეს განაჩენს გამოაცხადებს
შემდეგი სტატიათურქმა სამხედროებმა სირიაში 20 ტერორისტი მოკლეს