თურქეთში გადატრიალების საქმეზე 40 ჯარისკაცი დააპატიმრეს

თურქეთის ხელისუფლებამ ქალაქ კონიას სამხედრო ბაზაში 40 სამხედრო მოსამსახურე დააპატიმრა -ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სააგენტო “დოგანის” ინფორმაციით, ორდერი კიდევ 47 ჯარისკაცზეა გაცემული. დაპატიმრებები მიმდინარეობს 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით.
ამ დროისთვის პუტჩის საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით ციხეებში 32 ათასი ადამიანი ზის, დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა კი სამსახური დაკარგა.
სექტემბრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ახალი სასამართლოს შენობების აშენება იმისათვის, რომ ათასობით საქმის წარმოება დაიწყონ.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 15 ივლისს მოხდა.

banner
წინა სტატიაშიVote Nobody: ამერიკელებს არ სურთ ჰილარისა და ტრამპს შორის არჩევანი გააკეთონ
შემდეგი სტატიამაია კოპალეიშვილი: ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა წარვადგინე, ჩემი პოზიცია მყარია