თურქეთში ერდოღანის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა დაიწყო… (ფოტო-ვიდეო)

,, ეს საპროტესტო მსვლელობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების მომავლისათვის ეწყობა! ეს არის მსვლელობა სამართლიანობისათვის, რომელიც მხოლოდ ჩვენი პარტიის წვერებს არ ეხებათ… ამ მსველობას პარტიებთან არა აქვს კავშირი… ეს, სამართლიანობისათვის გადადგმული ნაბიჯია და მას მთელი ხალხი და ქვეყანა უნდა შეუერთდეს და სამართლიანობა უნდა მოვითხოვოთ! რამეთუ, გადაჭედილი ციხეების მქონე ქვეყანაში -სამართლიანობა არ იქნება! სამართლიანობის არ მქონე ქვეყანაში – ადამიანი არ იქნება, მისი უფლებები არ იქნება, მშვიდობა არ იქნება, სამართლიანობის არ იქნება, სიწყნარე არ იქნება! სამართლიანობის არ მქონე ქვეყანაში – სახელმწიფო არ იქნება! სამართლიანობა! სამართლიანობა! სამართლიანობა,, ამ სიტყვებით მიმართა თურქეთის ,,სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ანკარაში 15 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ათობით ათას მოქალაქეს და ერდოღანის ხელისუფლების წინააღმდებ, ანკარიდან სტამბულამდე რამდენიმე დღიან საპროტესტო მსვლელობას ჩაუდგა სათავეში. ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებს, სანამ ქვეყანაში სამართლიანობას არ მიაღწევს… ,,ამ უსამართლობის შესახებ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ სიმშვიდის შესანარჩუნებლად საბაბი არ დაგვრჩა… ქვეყანა ხელიდან გვეცლება,, განუცხადა ოპოზიციის ლიდერმა თურქულ მედიას.
საპროტესტო მსვლელობის პირველი დღის მონაწილე ათობით ათასი მოქალაქე და თავად ოპოზიციური პარტიის ლიდერიც, ,,adalet,, (ქართ. სამართლიანობა) წარწერის მქონე ბანერით იყო აღჭურვილი და გზა და გზა სიტყვა ,,ადალეტ,,-ს სკანდირებდა.
დღეს საპროტესტო მსვლელობის მეორე დღეა!


15 ივნისს, ღამე შესვენების შემდეგ, 16 ივნისს დილიდან ხალხმრავალი საპროტესტო მსვლეობა სტამბულის მიმართულებით კვლავ განახლდა… თურქული მედიის ცნობით, ამჟამად მსვლელობის მონაწილეები, რომელთაც ,,სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ ფეხით მიუძღვის, დედაქალაქ ანკარის ადმინისტრაციული ტერიტორიის გასასვლელთან არიან.
შეგახსენებთ, რომ ქემალ ათათურქის მიერ 1923 წელს შქმნილმა ,,სახალხო რესპუბლიკური პარტიამ,, (,,CHP,, Cumhuriyet Halk Partisi), რომელიც თურქეთში მთავარ ოპოზიციურ, დემოკრატიულ და ათათურქის იდეების დამცველ ძალად ითვლება, მოქალაქეებს ერდოღანის ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩაში მასობრივი, მრავალდღიანი საპროტესტო აქციის დაწყებისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც 14 ივნისს თურქეთის სასამართლომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თურქეთის პარლამენტის (დიდი მეჯლისის) დეპუტატი – ენის ბერბეროღლუ, საეჭვო ბრალდებითა და 25 წლიანი პატიმრობის მუხლით ციხეში – გაისტუმრა.
,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

 

banner
წინა სტატიაშისერბეთმა პრემიერად ლესბოსელი ანა ბრნაბიჩი აირჩია
შემდეგი სტატიაინტერესი მოტყუების, ყაჩაღობის, წართმევის ყოველთვის იქნება, ადამიანური ცდუნებებია ეს” – ზაქარია ქუცნაშვილი ფადი ასლის პასუხობს