თურქეთში დაპატიმრებული ჟურნალისტი გერმანიამ დააჯილდოვა

მიმდინარე წლის 14 თებერვალს თურქი სამართალდამცავების მიერ ტერორის პროპაგანდისა და ხალხებს შორის შუღლის გაღვივების ბრალდებით დაპატიმრებულ გერნმანული Die Welt’-ის თურქ ჟურნალისტს – დენიზ იუჯელს, გერმანული პრესის გამომცემელთა კავშირის (BDZV) მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო ,,თეოდორ ვოლფის სპეციალური ორდენი,, მიანიჭეს.
გერმანული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ჟიურიმ ორდენის პრედენტენდატ თურქეთის მიერ დაპატიმრებული 150 ჟურნალისტიდან 10 ამოარჩია, რომელთა შორის დენიზ იუჯელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
გერმანული პრესის გამომცემელთა კავშირის პრეზიდენტის ჰერმან ნოისერის განცხადებით, დენიზ იუჯელს ჯილდო თურქეთში ,,მედიის დამოუკიდებლობის პრობლემებზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის გამო,, გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში ხალხმრავლობაა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში
შემდეგი სტატიაპარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო