თურქეთში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა – დაღუპულია 3 ადამიანი

თურქეთში, პროვინცია დიარბაკირში, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 2 პოლიციელია.

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებაც. თუმცა, მათი რიცხვი ჯერჯერობით არ დაზუსტებულა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN თურქეთის ძალოვანების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფეთქება ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. თუმცა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

აფეთქების შემდეგ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისიღნაღში ავტოავარიას 5 წლის გოგონა ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3354 ლარია