თურქეთში ცისფერი კვერცხის წარმოებას იწყებენ

თურქეთის ქალაქ საქარიაში, ადგილობრივმა კომპანიამ, რომელსაც ბიზნესმენი მეჰმეთ აიდინი ხელმძღვანელობს, ქათმის ცისფერი კვერცხის წარმოება დაიწყო.

თურქული მედიის ცნობით, ეს უდიდესი საწარმო იქნება მსოფლიოში, რომელიც დასაწყისისათვის დღეში 80.000 ცისფერ კვერცხს აწარმოებს… კომპანიის ხელმძღვანელი განცხადებით, 2-3 წელიწადში დაგეგმილია წარმოება დღეში 5 მილიონ კვერცხამდე გაზარდონ, საიდანაც 3 მილიონს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან.

როგორც ცნობილია, ცისფერ კვერცხს იშვიათი ამერიკული (Ameraucana) ჯიშის ქათმები დებენ. ცისფერ კვერცხებში განსაკუთრებით მაღალია პროტეინის, ვიტამინების და სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა. როგოც მეცნიერები ამტკიცებენ, ამ კვერცხის მომხმარებლებში 50% მცირდება კიბოს დაავადების რისკი. ცისფერი კვერცხი, მისი განსაკუთრებული თვისებების გამო საკმაოდ ძვირი ღირს… მაგალითისთვის მისი ფასი თურქეთში 6,5-დან 10 ლირამდე ღირს, რაც 2 დან 3 აშშ დოლარამდეა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი მინისტრი ისრაელში საიდუმლო შეხვედრებს მართავდა
შემდეგი სტატიაიემენმა საუდის არაბეთს ბალისტიკური რაკეტა ესროლა