თურქეთში, ავარიის შედეგად დაშავებული სამი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თურქეთში, ქალაქ რიზესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტები სტაციონარულ მკურნალობას გადიან.

პაციენტები, თურქეთის რესპუბლიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ. სამედიცინო ხარჯებს, თურქული მხარე სრულად დაფარავს.

გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, რიზეში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი იმყოფებოდნენ.

რეგიონის წარმომადგენლები დაშავებულთა მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, ადგილობრივ ექიმებსა და დაზარალებულთა ახლობლებს შეხვდნენ.

„მოვინახულეთ ავტოავარიის შედეგად დაშავებული ჩვენი მოქალაქეები. სამი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ორი პაციენტისა კი, შედარებით მძიმე. აქ ყველაფერი კეთდება მათ გამოსაჯანმრთელებლად. თურქული მხარე, კერძოდ, რიზეს ჯანდაცვის სამსახური საკუთარ თავზე იღებს ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს. აჭარის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო კი, საჭიროების შემთხვევაში, მათი რეაბილიტაციისთვის საჭირო ყველა შემდგომ ეტაპს აანაზღაურებს“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ავტოსაგზაო შემთხვევა რიზესთან ახლოს, 9 აპრილს მოხდა, რის შედეგადაც, მაღალმთიანი აჭარის ექვსი მკვიდრი დაშავდა, რომელთაგან ერთი – გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში„ელიავას ბაზრობის“ ადმინისტრაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – რუსული ენა ნამდვილად არ უნდა იქნას საქართველოში დავიწყებული, არამედ აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული