(video) თურქეთში ასობით ადამიანი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გავიდა

თურქეთში ასობით ადამიანი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გავიდა

თურქეთში ასობით ადამიანი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. სოციალურ ქსელებში კი საპროტესტო აქციის ამსახველი ფოტოები ვრცელდება.

მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოუწოდა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტელეკომპანია CNN Turk-ს ტელეფონით, “სკაიპით” ჩაერთო.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, თურქეთში მიმდინარე მოვლენების უკან “პარალელური სტრუქტურები” დგანან. ერდოღანის თქმით, თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას შესაბამის პასუხს გასცემს.

https://youtu.be/6s92GECls-k

 

banner
წინა სტატიაშითურქეთის თავდაცვის მინისტრი – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უახლოეს დროში ჩახშობილი იქნება
შემდეგი სტატიაპან გი მუნმა თურქეთში მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა