თურქეთში 2745 მოსამართლე გაანთავისუფლეს

თურქეთში ასობით ადამიანი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ ქუჩაში გავიდა

თურქეთის მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესმა საბჭომ ქვეყნის მასშტაბით 2745 მოსამართლე დაითხოვა – “ბიბისი” წერს.
საბჭოს საგანგებო სხდომა რამდენიმე საათში დაინიშნა მას შემდეგ, რაც სამხედრო გადატრიალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. როგორც თურქული “ანადოლუ” წერს, საბჭოზე განიხილეს იმ ჩინოვნიკების დისციპლინარული ზომები, რომლებიც ე.წ. “პარალელურ სტრუქტურებთან” არიან კავშირში, რომლის ხელმძღვანელია ფეტხულ გიულენი – მას ერდორანმა უკვე დასდო ბრალი აჯანყების ორგანიზებაში.
თვითონ გიულენი კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის კავშირს გადატრიალების მცდელობასთან. მან უკვე განაცხადა, რომ თურქეთის მთავრობა მასთან და მის მოძრაობასთან დაკავშირებით “სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს”.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა 2800 სამხედრო მოსამსახურის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომლებიც სამხედრო გადატიალების მცდელობასთან არიან კავშირში.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა კალენდარი შეგვიცვალა
შემდეგი სტატიადაკავებულია გენერალი, რომელმაც სასტუმროს დაბომბვის ბრძანება გასცა, სადაც ერდორანი იმყოფებოდა