თურქეთში 243 სამხედროს დაკავებაზე ორდერი გაიცა

თურქეთის პროკურატურამ 243 სამხედრო მოსამსახურის დაკავებაზე ორდერი გასცა – Reuters-ი წერს. სააგენტოს ინფორმაციით, მათი დაკავების ოპერაცია, ერთდროულად 54 პროვინციაში მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეები 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები. მათი დაკავება გამოიწვია სმარტფონების აპლიკაცია Bylock-ის გამოყენებამ, რომელიც დაშიფრული სისტემის მიხედვით ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობას იძლევა. თურქეთის ხელისუფლების ვარაუდით, ამბოხებულები ზუსტად ამ სისტემას იყენებდნენ ურთიერთკავშირისთვის.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ მოსული ბოევიკებისგან განთავისუფლებულია
შემდეგი სტატიამათ, ვინც ინაუგურაციაზე არ მიდის, ტრამპმა ბილეთების დაბრუნება სთხოვა