თურქეთს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა ეწურება.

როგორც პირველ არხს თურქეთის საელჩოში განუცხადეს, თურქული მხარე საქართველოს გუმრუქჩუს შემცვლელს სავარაუდოდ ნოემბრამდე წარუდგენს, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა ელჩის კანდიდატურის მოწონების დასტურად გასცემს აგრემანს და დაიწყება როტაციის პროცედურა.

ამ დროისთვის თურქეთის საელჩოში არ აკონკრეტებენ, ვინ შეიძლება შეცვალოს ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუ საქართველოში ელჩად 2014 წლიდან იმყოფება. ზექი ლევენთ გუმრუქჩუ საქმიანობას სავარაუდოდ ბრიუსელში გააგრძელებს

banner
წინა სტატიაშიბათუმში ასლან აბაშიძი ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიამაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე კიდევ 7 ტურისტი გადაარჩინეს