თურქეთს საჰაერო საზღვრების გაძიერებაში ნატო დაეხმარება

ნატო მალე ტექნიკის რუმინეთში განთავსების საკითხს გადაწყვეტს

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი თურქეთ–სირიის საზღვარის გასაკონტროლებლად რეგიონში მზვერავ თვითმფრინავებს აგზავნის, რომლებიც რადიო-სალოკაციო სისტემითაა აღჭურვილი. ამ გზით ნატო თურქეთის საჰაერო საზღვრის გაძლიერებაში დაეხმარება.

გერმანული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავები გერმანიის სამხედრო ბაზიდან გაიგზავნება და თურქეთის ქალაქ კონიაში განლაგდება. დოიჩე ველეს ცნობით, ავიაციის თურქეთში გაგზავნის მოთხოვნა გერმანიის თავდაცვის უწყებამ უკვე პარლამენტს გაუგზავნა.

დამტკიცების შემთხვევაში ოფიციალური ბერლინი თურქეთში სამხედრო პილოტებსაც მიავლენს.

banner
წინა სტატიაშიისლამური სახელმწიფოს ლიდერი ისრაელს მასშტაბური ტერაქტებით ემუქრება
შემდეგი სტატიააშშ-ში 3 დღის განმავლობაში ტორნადომ 7 შტატს გადაუარა