თურქეთს კოალიციის ინჯირლიკის ავიაბაზაზე ყოფნის აუცილებლობაში ეჭვი შეაქვს

ანკარა განიხილავს საკითხს აუცილებელია თუ არა აშშ-ს მეთაურობით კოალიციის ინჯირლიკის ავიაბაზაზე ყოფნა – თურქეთის ვიცე-პრემიერის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს Reuters-ი.
ვაისი კაინაკას თქმით, საკითხი ქვეყნის მთავრობის დღის წესრიგში დგას. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ჩინოვნიკის განცხადება ანკარას ღრმა იმედგაცრუებას გამოხატავს სირიაში მიმდინარე ოპერაციაში ჰაერიდან ამერიკული მხარდაჭერის უქონლობის გამო.

თურქმა ოფიციალურმა პირებმა არა ერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს კოალიცია სირიელ ქურთებს ეხმარება, რომელსაც ანკარა ტერორიეტებად თვლის.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე
შემდეგი სტატიახოშტარია : “ჩვენ არ ვაპირებთ შევყვეთ მათ ამ ბინძურ კამპანიაში”