,,თურქეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს, უფლება აქვს დაიცვას თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა”

თურქეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს, უფლება აქვს დაიცვას თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.
ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გუშინ თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტთან დაკავშირებით. იან კელის თქმით, აღნიშნული შემთხვევა ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის დიალოგის საჭიროების აუცილებლობას და სირიაში შექმნილი ტრაგედიიდან გამომდინარე გამოსვლის გზების ძიებას.
“კითხვის გარეშეა, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენ მოკავშირეებთან და ასევე კითხვა არ ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ასეთი ინციდენტი ხაზს უსვამს დიალოგის საჭიროებას და აქცენტი უნდა გაკეთდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, სირიაში მიმდინარე ტრაგედიიდან გამოსვლის გზების ძიებაზე. ორ მხარეს შორის მნიშვნელოვანი იქნება დიალოგის წარმართვა და ვითარების შემდგომი დეესკალაცია”, – აღნიშნა ამერიკის ელჩმა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტ რიკარდო კორდობას შეხვდა
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს