თურქეთმა სირიელ ქურთებს დღეს ისევ გაუხსნა ცეცხლი

vasik56დღეს თურქეთის არმიამ ჩრდილოეთ სირიაში ამბოხებულებს ისევ გაუხსნა ცეცხლი – ამის შეასხებ ბრიტანეთში მდებარე, სირიაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას. დღესვე, უფრო ადრე დილით, თურქეთმა ქალაქი დეირ-ჯამალი დაცხრილა. თურქეთმა სირიელ ქურთებს გუშინ გაუხსნა ცეცხლი. როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითუღლუმ განაცხადა, მათი სროლა საპასუხო იყო სირიელი ქურთების მიერ შექმნილ საშიშროებაზე და მოითხოვა, რომ ქურთულმა არმიამ ქალაქი ააზაზი, რომელიც თურქეთის საზღვართან მდებარეობს, დატოვოს. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ქურთების ყოველ შესაძლო პასუხზე მკაცრად აგებენ პასუხს. დღესვე, სირიამ გაეროს თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლების შესახებ ოფიციალური წერილი მისწერა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის საგარეო უწყება: პუტინს ერთი ზარით შეუძლია სირიის კონფლიქტის მოგვარება
შემდეგი სტატიასაუდიმ რუსეთი გააფრთხილა