თურქეთმა სირიაში ოპერაცია ,,ზეთისხილის ტოტი,, დაიწყო-დაღუპულია ათეულობით ადამიანი

 თურქული მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის უკან ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა, სირიის აფრინის რეგიონში, აშშ-ს პარტნიორი ქურთული შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ, ოპერაცია ,,ზეთისხილის ტოტის,, ფარგლებში საჰაერო დარტყმები დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის საჰაერო ძალებმა ,,სირიის თავდაცვის ძალების,, SDF (PYD) აფრინში განლაგებული 113 პოზიციაზე მიიტანა საჰაერო იერიში და როგორც თურქული მედია აცხადებს, მათ შორის 108 განადგურებულია. თურქულმა გამანადგურებლებმა აფრინის მახლობლად მდებარე ქალაქ მინნინგის სამხედრო აეროდრომიც დაბომბეს. თურქეთის სამხედრო ავიაციის საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაყუპულია ათეულობით ქურთი მეომარი და ასეულობით დაჭრილია.

თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, რუსეთმა აფრინის რეგიონიდან საკუთარი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაიყვანა, აცხადებს თურქული მედია.

banner
წინა სტატიაშირუსთავში მტკვრის ნაპირზე ქალის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: “საპრეზიდენტო არჩევნებზე ვფიქრობ”