თურქეთმა სირიაში აშშ-სთან ერთად დაიწყო სამხედრო მოქმედებები

თურქი სამხედროები ქალაქ მანჯიბში შევიდნენ, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში მდებარეობს. ისინი ამერიკელ სამხედროებთან ერთად ატარებენ სამხედრო ოპერაციას. თურქეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა ხულუსი აკარმა აშშ-ს ევროპულ სარდლობის ხელმძღვანელთან კერტის სკაპაროტისთან ერთად განიხილა მოქმედების გეგმა.
4 ივნისს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც მანჯიბიდან ქურთული შენაერთები უნდა გაიყვანონ. მისი დეტალები, ჯერჯერობით, არ გასაჯაროვებულა.
ის, რომ თურქეთი-აშშ ერთობლივად იმოქმედებდნენ სირიაში, ანკარამ 4 ივნისს გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშივიდეოთამაშებზე დამოკიდებულება დაავადებად აღიარეს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ბესელიასთან გვერდით დგომა არ იყო სირცხვილი და სააკაშვილის და ნათელაშვილის პარტიები “გეგრეხებათ”?