თურქეთმა შესაძლოა, რუსეთს ინჯირლიკის ავიაბაზის გამოყენების უფლება მისცეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარამ შესაძლოა, ნება დართოს რუსეთს, თურქული ავიაბაზა “ინჯირლიკით” ისარგებლოს.

ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

თურქი დიპლომატის განცხადებით, არ არის გამორიცხული, ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ანკარამ რუსეთს ადანას პროვინციაში მდებარე ავიაბაზა “ინჯირლიკით” სარგებლობის უფლება მისცეს.

“ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძვის. ჩვენ სწორედ ამისთვის გავხსენით ბაზა”ინჯირლიკი” მათთვის, ვისაც სურს, აქტიურად ჩერთოს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ კუთხით, რატომ ვერ ვითანამშრომლებთ რუსეთთან? “ისლამური სახელმწიფო” ყველას მტერია და მას უნდა ვებრძოლოთ. ამ თემასთან დაკავშირებით, მე ჩემს რუს კოლეგა სერგეი ლავროვთანაც მქონდა საუბარი”, – განაცხადა ჩავუშოღლუმ ტელეკომპანია TRT-თვის მიცემულ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ახალი წევრი წარადგინა
შემდეგი სტატიარუსეთის დელეგაცია ქართული მხარის რეზოლუციის პროექტს აკრიტიკებს