თურქეთმა, შესაძლებელია, ერაყში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია გააფართოვოს

ანკარა ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ გააქტიურებას არ გამორიცხავს ერაყის ჩრდილოეთით, მათ შორის, სახმელეთო ოპერაციებს – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა – წერს Reuters-ი.
“სიტუაცია, რომლის დროსაც ქურთების მუშათა პარტიის ბოევიკები ჩრდილოეთ ერაყში სოფლებს საკუთარი ბაზებისთვის იყენებენ, დაუშვებელია” – თქვა ჩავუშოღლუმ.
ბაღდადსა და ანკარას შორის პოლიტიკური კონფლიქტი 5 ოქტომბერს გამწვავდა – მაშინ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადმა განაცხადა, რომ თურქეთი რეგიონალურ ომს პროვოცირებს იმით, რომ საკუთარ ჯარებს ერაყის ტერიტორიაზე დაუკითხავად ანთავსებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ცაგარეიშვილი: არც ერთი ხმა, არც ერთი მანდატი „ნაციონალურ მოძრაობას“
შემდეგი სტატიაობამამ ტრამპს “არასერიოზული ადამიანი” უწოდა, რომელიც ჟანგივით ჭამს ყველაფერს