თურქეთმა რუსი ჟურნალისტების დეპორტაცია განახორციელა…

თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთ-სირიის საზღვარზე დაკავებული რუსული ტელეარხის ,,როსია-1,,-თის ჟურნალისტები დააკავეს და ერთწლიანი დეპორტაციით, სამშობლოში მიაბრუნეს…

თურქული მხარის განცხადებით, რუსი ჟურნალისტები თურქეთ-სირიის საზღვარზე, ჰატაის ოლქში, იმ საქმიანობისათვის დააკავეს, რომელიც თურქული კანონმდებლობით უცხოელი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებს სცილდება… დაკავებულ ჟურნალისტებს, რომელთაც ქართული გვარის მქონე ტელეარხის კორესპოდენტი ალექსანდრე ბუზალაძე ხელმძღვანელობდა, აუხსნეს რომ მათ მიერ განხორციელებული ქმედებები, თურქეთის კანონმდებლობით უცხოელი ჟურნალისტებისათვის აკრძალული ქმედებად ითვლებოდა, რის გამოც ქვეყნის დატოვება აიძულეს, აცხადებს თურქული მედია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოთქვა… რუსეთის საგარეო უწყებამ თურქეთის ქმედებას მიუღებელი უწოდა  და თურქეთი, რუსი ჟურნალისტების შეზღუდვით, თურქეთ-სირიის საზღვარზე მიმდინარე არაკანონიერი საქმიანობის დამალვის მცდელობაში დაადანაშაულა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბუნიამ ზაქარია ქუცნაშვილი ირანის ხელისუფლების წარმომადგენელს შეადარა(ვიდეო)
შემდეგი სტატიასტამბულში აშშ-ს საკონსულომ სავარაუდო საფრთხის გამო მუშაობა შეწყვიტა…