თურქეთმა რუსეთს “არასერიოზული სახელმწიფო” უწოდა

თურქეთმა რუსეთს "არასერიოზული სახელმწიფო" უწოდარუსეთი ისე იქცევა, როგორც “არასერიოზული სახელმწიფო”, რომელიც აქცენტს “უაზრო პროპაგანდაზე, ბრალდებასა და ტყუილზე” აკეთებს – თვლის თურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი იბრაჰიმ კალინი. კალინი, რომლის ციტირებასაც თურქული სააგენტო Anadolu აკეთებს, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც “რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე”, ერდოღანი შეეცადა რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით დაკავშირებოდა, მაგრამ ‘რუსულ მხარეს რეაგირება არ მოუხდენია’.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას, თუ როგორი არაგულწრფელია რუსული მხარის აპელაცია, თითქოს თურქეთი ამ საკითხებს მის პარტნიორთან, ნატოსთან განიხილავს და არა მასთან. “ერთი მხრივ პუტინი ერდოღანს გაურბის, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ მას არავინ დაკავშირებია” – განაცხადა პრეს-მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიბაია გადაბაძე:”რუსთავი2″ ლიდერი ტელევიზიაა და ყველას სურს, რომ მას წაართვას მაყურებელი
შემდეგი სტატიადამასკომ პირობა დადო, რომ დაუპატიჟებელ უცხოელ სამხედროებს სახლში კუბოებით დააბრუნებს