თურქეთმა აშშ-ს ფეტხულა გიულენის ექსტრადაციის შესახებ დოკუმენტები გაუგზავნა

თურქეთმა აშშ-ს ფეტხულა გიულენის ექსტრადაციის შესახებ დოკუმენტები გაუგზავნა

8თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ აშშ-ს დამატებითი დოკუმენტები გაუგზავნა ისლამის მქადაგებლის, ფეხტულა გიულენის ექსტრადაციისათვის, რომელსაც ანკარა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
“ჩვენ აშშ-ში დოკუმენტების ოთხი პაკეტი გავაგზავნეთ “ტერორისტების ხელმძღვანელის” საექსტრადაციოდ. ჩვენ მათ კიდევ მეტ მტკიცებულებებს წარვუდგენთ, ვიდრე სურთ” – განაცხადა თურქეთის პრემიერმა ბილანი იილდირიმმა დღეს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.
გიულენმა თურქეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი არა აქვს მომხდართან და დაგმო პუტჩი. მან , ასევე განაცხადა, რომ მზად არის სამშობლოში ექსტრადაციისათვის.

რეჯეპ ერდორანმა გუშინ თქვა, რომ აშშ-თურქეთს შორის დამნაშავეების გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს. “როცა აშშ საკუთარი მოქალაქის გადაცემას ითხოვს, ჩვენ ამ თხოვნას ვასრულებთ. ასეთ საკითხებში ურთიერთგაგება უნდა იყოს” – თქვა თურქეთის ლიდერმა.
“თუკი ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, შეასრულეთ ჩვენი თხოვნა. ჩვენ გაძლევდით ტერორისტებს, რომელსაც თქვენ ითხოვდით. ახლა მოგვეცით ის, რომელიც ტერორისტების ჩვენს სიაში გვყავს” – თქვა ერდორანმა.

გუშინ, თურქეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 208 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 60 პოლიციელი, სამი ჯარისკაცი და 145 სამოქალაქო პირი. 1491 პირი კი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიკალაშოვის საქმეზე რუსი გენერალი დააკავეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცესს მიმდინარე წელს არ დაიწყებს