თურქეთმა აშშ-ს ავიადარტყმები დადებითად შეაფასა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს სარაკეტო დარტყმები სირიის ავიაბაზა შაირატზე დადებითად შეაფასა -წერს  Anadolu . “თურქეთი ბოლომდე დაუჭერს მხარს მსგავს ნაბიჯებს, რომელიც დამნაშავეთა დასჯისკენ არის მიმართული და რომელიც, ასევე იმის დამამტკიცებელია, რომ დანაშაული პასუხის გარეშე არ დარჩება” – უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამშაბათს სირიაში, იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევას 84 ადამიანი ემსხვერპლა, 500-მდე დაშავდა.
დღეს აშშ-მ, პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ქიმიურ შეტევაზე შური იძია და სირიის სამთავრობო ავიაცია 59 რაკეტით დაბომბა. რუსეთმა მომხდარს “სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიმერკელი: რუსეთის მიერ გაეროს რეზოლუციის დაბლოკვა სამარცხვინოა
შემდეგი სტატიაევროკავშირში როუმინგი უფასო გახდება