თურქეთმა 2000-ზე მეტი ორგანიზაცია დახურა

თურქეთმა 2000-ზე მეტი ორგანიზაცია დახურა

4თურქეთის მთავრობამ 2000-ზე მეტი ორგანიზაციის დახურვის შესახებ განაცხადა, რომლებიც ფეხტულა გიულენთან რაიმე სახის კავშირში არიან.
ანკარას განცხადების თანახმად, თურქეთში დაიხურება 1 000-ზე მეტი სკოლა და 1200-ზე მეტი ფონდი და საქველმოქმედო ორგანიზაცია, 19 პროფკავშირი, 15 უნივერსიტეტი და 35 სამედიცინო დაწესებულება.

შეგახსენებთ, რომ ფეხტულა გიულენი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ანკარას თქმით, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორია, რასაც გიულები კატეგორიულად უარყოფს. მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის თურქეთში ექსტრადაციისათვის.

ადრე თურქეთის პრემიერმა “ბიბისის” განუცხადა, რომ ამბოხების მცდელობის შემდეგ თურქეთში დაკავებული და სამსახურებიდან განთავსიუფლებულია 60 ათასი ადამიანი, რაც ნურეტინ ჯანიკლის თქმით, მხოლოდდამხოლოდ “აისბერგის წვერია”.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და დროებით შეჩერებულია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია.

banner
წინა სტატიაშიNYT: Egypt Air -ის თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა
შემდეგი სტატიამერკელი: მიუნხენმა “საშინელი ღამე” გადაიტანა