თურქეთის შსს რუსი ელჩის მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობს

თურქეთის შსს-ს მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის დეტალებში ახალი გარემოებები გამოჩნდა.
მინისტრის განცხადებით, სამართალდამცავების მიერ უკვე დადგენილია მკვლელი მერთ ალთინთაშის კავშირი თურქეთის ხელისუფლების მიერ გადატრიალების მოწყობაში დადანაშაულებულ ფეტიულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან…
,,ამასთანავე დადაგენილია, რომ მკვლელობა საგანგებოდ იყო დაგეგმილი, მკვლელი კი -საკუთარი მოტივაციით და მარტო არ მოქმედებდა,, აცხადებს მინისტრი, რომელიც აღნიშნავს, რომ სამართალდამცავების მიერ ასევე გამოვლენილია სხვა ახალი გარემოებები, რომელთა საჯარო გახმაურებაც ჯერჯერობით, მინისტრის აზრით ნაადრევია.

banner
წინა სტატიაშიაშშ პოლონეთს რუსეთისათვის საშიში ფრთოსან რაკეტებით მოამარაგებს
შემდეგი სტატიამოსკოვში მამამ 1 წლის შვილი 8-ე სართულიდან გადააგდო