თურქეთის საზღვარზე ჩემოდანში ქალი აღმოაჩინეს – დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე

თურქეთის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან, ართვინის პროვინციაში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Daily Sabah-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ბარგი საეჭვოდ მიიჩნიეს და მფლობელს მისი გახსნა მოსთხოვეს. ჩემოდნის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასში ქალბატონი იჯდა.

28 წლის ქალბატონი საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ცდილობდა. ეჭვმიტანილებმა საზღვარი სარფში გადალახეს, თუმცა ისინი ჰოფაში დააკავეს.

დაკითხვისას გაირკვა, რომ ქალბატონის დეპორტაცია, ვიზის მოქმედების ვადის გასვლის მიზეზით, თურქეთიდან სამი თვის წინ განხორციელდა.

მსგავსი შემთხვევა ართვინში სამი დღის წინაც მოხდა. პოლიცია დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძის ახალ ადვოკატს შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს
შემდეგი სტატიაკათოლიკოს-პატრიარქს სურვილი აქვს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდეს – ნანუაშვილი