თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ორ ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ ორ ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა.

ქალაქ დიარბაქირში დანაღმული ავტომობილი ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე აფეთქდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი, დაშავდა. დაშავებულთა შორის ხუთი სამართალდამცველია.

მეორე ტერაქტი მარდინის პროვინციის ქალაქ კიზილტეპეში მოხდა, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის ავტომობილთან ამოქმედდა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 25 კი, დაშავდა.

თავადასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, თურქეთის ხელისუფლებამ მათ ორგანიზებაში “ქურთ მუშათა პარტია” დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშირას ჰყვება არაბი ბიზნესმენი რომელსაც ბათუმში ჩაის სანაცვლოდ 500 ლარი გადაახდევინეს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილმა გორში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა