თურქეთის საგარეო უწყება: რუსეთთან დაკავშირებით მოთმინებას ვკარგავთ

თურქეთის საგარეო უწყება: რუსეთთან დაკავშირებით მოთმინებას ვკარგავთ

თურქეთის საგარეო უწყება: რუსეთთან დაკავშირებით მოთმინებას ვკარგავთრუსეთთან ორმხრივი დამოკიდებულების ფარგლებში ჩვენი მოთმინება იწურება – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ რუსული სამხედრო გემთან გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
“იქ მხოლოდდამხოლოდ ჩვენი თევზსაჭერი გემი იდგა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის რეაქცია გადაჭარბებულია” – განაცხადა ჩავუშოღლუმ. “რუსეთმა და თურქეთმა, ცხადია უნდა აღდგინონ ორმხრივი კავშირები, რომელიც ჩვენ ყოველთვის გქვონდა, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი” – თქვა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი აზრით, რუსეთმა უკვე ჩაიყენა თავი სულელურ მდგომარეოაბში, როცა განაცხადა, რომ თურქეთმა რუსული სუ-24 იმიტომ ჩამოაგდო, რომ ხელი დაეფარებინა ისლამური სახელმწიფოდან თურქეთში შემომავალი არალეგალური ნავთობისათვის.

საკუთარი სიტყვის დასასრულს მინისტრმა რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული საჰაერო ოპერაციები გააკრიტიკა და თაქვა, რომ, სირიაში რუსეთის მიზანი ისლამური სახელმწიფოს დამხობა არ არის, რადგან მის მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევებიდან, მხოლოდ 8%-ია ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე განხოციელებული.

გუშინ დილით, რუსული სამხედრო გემი «Сметливый»-ს ეკიპაჟმა, რომელიც ბერძნული კუნძული ლემნოსიდან 22 კილომეტრში იმყოფებოდა, გამაფრთხილეებლი სრიოლები აუტეხა თურქულ გემს, რომელიც რუსული მხარის განცხადებით, სამხედრო გემს 600 მეტრზე მიუახლოვდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, თევზსაჭერი გემი რადიოკავშირზე არ გამოვიდა, რომლის მერეც რუსულმა სამხედრო გემმა გამაფრთხილებლად გაისროლა. თურქული გემის ეკიპაჟის განცხადებით, ისინი ერთ ადგილზე იდგნენ, მათთან არავინ გასულა რადიოკავშირში და მათ მიმართ არც არავის უსვრია.

რუსეთსა და თურქეთს შორის მდგომარეობა თურქეთის მიერ რუსული სუ-24-ის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღსანიშნავად 220 450 ლარი გამოყო
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4010 ლარი გახდა