თურქეთის ქალაქ ვანის მერიამ ტერორისტებს ხიდი აუშენა

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ანტიტრორისტული ოპერაციის შედეგად, თურქეთის ქალაქ ვანთან ახლოს ტერორისტების გადასაადგილებლად აშენებული ხიდი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვანის ოლქის ჩატაკის რაიონში აღმოჩენილი ხიდი, გასულ წელს ქალაქის ყოფილი მერის განკარგულებით 450.000 თურქულ ლირად (150.000 დოლარამდე) ლითონის კონსტრუქციებისაგან აიგო.
როგორც თურქული წყაროები იტყობინებიან, მერიაში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ხიდის აგებაზე 450.000 ლირა, ტერორისტების მოთხოვნით ვანის ყოფილმა მერმა გასულ წელს გამოყო. ტერიტორიაზე სადაც ხიდია აგებული, მოსახლეობა არ ცხოვრობს, იქ მხოლოდ ნასახლარები და მიტოვებული მაღაროებია, სადაც ქურთების მუშათა პარტიის (PKK) შეიარაღებული ტერორისტები იკრიბებოდნენ. სწორედ მათ წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის შემდეგ მოხდა საეჭვო ხიდის აღმოჩენა და მისი დანიშნულების შესწავლა.
ამ დროისათვის ადგილობდრივი ხელისუფლება ხიდის დემონტაჟს აწარმოებს, აცხადებს თურქული მედია.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ბლადაძე: „შსს-ს გენერალური ინპექციის უფროსი გასაშვებია!“
შემდეგი სტატიაურეკი – ფეკალიებით სავსე ზღვა და სასმელი წყალი!