თურქეთის ქალაქ ორდუში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

თურქეთის ქალაქ ორდუში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს, – ამის შესახებ თურქული სააგენტოები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი სასტიკად არის ნაწამები. ეჭვმიტინილი დაკავებულია.

თურქული სააგენტოების ინფორმაციით, ცხედარი ეჭვმიტანილის ოჯახში აღმოაჩინეს. გამოცემა წერს, რომ მძაფრი სუნისგან შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. კარის გატეხვის შემდეგ კი ოთახში ახალგაზრდა ქალის ცხედარი სკამზე მიბმული, ყელგამოჭრილი იპოვეს.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპზონში დააკავეს. საგამოძიებო ქმედებები გრძელდება. გარდაცვლილი 10 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა და ავსტრიის ვიცე-კანცლერმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
შემდეგი სტატიაკომპანია “რაკია ჯორჯიას” დეპუტატ გელა მიქაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს