თურქეთის ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა

პოლიციელი და სასამართლოს თანამშრომელი დაიღუპნენ აფეთქების შედეგად, რომელიც იზმირში მოხდა – ადგილობრივი მედია ავრცელებს. ათამდე ადამიანმა კი ჭრილობა მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანაღმული ავტომობილი სასამართლოს შენობასთან აფეთქდა. აფეთქების ორგანიზებაში ორი ეჭვმიტანილი პოლიციამ მოკლა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, იზმირში 20 ადამიანი დააკავეს, რომლებიც 31 დეკემბერს, სტამბოლშიი, ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები. მათ შორის არიან ქალები.

banner
წინა სტატიაში105 წლის ფრანგმა სპორტული რეკორდი დაამყარა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის არმიისთვის საბრძოლო ლაზერული დანადგარი იქმნება