თურქეთის პროტესტი და გაფრთხილება რუსეთს, სამოქალაქო პირების დახოცვის გამო….

თურქეთის საგარეო უწყება პროტესტს გამოთქვამს, რუსული ავიაციის მიერ სირიაში განხორციელებული სამოქალაქო პირების ხოცვა-ჟლეტის გამო და აფრთხილებს ამ ქვეყანას, თუ ის არ შეწყვეტს ოპოზიციის განადგურებას,  თურქეთი ასადის ოპოზიციის მხარდაჭერას უფრო გააძლიერებს…

,,ჩვენ მტკიცედ ვგმობთ იმ ავიადარტყმებს, რომელიც 20 დეკემბერს რუსულმა ავიაციამ განახორციელა სირიის ქალაქ იდლიბში. ამ ავიადარტმების სამიზნედ იქცა ქალაქის გუბერნატორის შენობა, სასამართლო და სკოლები, რის შედეგადაც 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასეულობით დაშავდა. ამ ავიადარტყმის შედეგად გარდაცვლილი და დაჭრილი ყველა ადამიანი სამოქალაქო პირია. გასულ კვირას დამასკოს შემოგარენში, გუტას პროვინციაში განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაღუპული 65 ადამიანი და დაჭრილი 120 კაციც სამოქალაქო პირი იყო. ეს ყოველივე – სამარცხვინოა კაცობრიობისათვის. რუსეთმა 30 ნოემბრიდან მოყოლებული, თავისი ავიადარტყმების სამიზნედ სირიის ოპოზიცია აიღო… განხორციელებული 4000-მდე ავიათავდასხმიდან, 91% სირიის ოპოზიციაზე მოდის, საიდანაც თავის წილ დარტყმებს სამოქალაქო საზოგადოებაც იღებს… შედეგად ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, უფრო გაიმაგრა თავისი პოზიციები,, აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

,,იმისათვის, რომ მიაღწიოს საკუთარ სურვილს, ასადისათვის ხელისუფლების მართვის დაბრუნებას, რუსეთი კლავს ყველას, ოპოზიციონერებსაც და სამოქალაქო პირებსაც… რუსეთის ავიაციის მიერ მოკლულ სამოქალაქო პირთა საერთო რაოდენობამ 800 ადამიანს მიაღწია. არამგონია, რომ ისეთი ქვეყანა არსებობდეს, რომელიც ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ბრძოლად მიიჩნევდეს მსგავს ქმედებებს,, აღნიშნავს მინისტრი

,,რუსეთმა, რომელიც სირიელი ხალხის წინააღმდეგ წასვლით უკვე გახდა კონფლიქტის მონაწილე, სასწრაფოდ  უნდა შეწყვიტოს ავიადარტყმებით ოპოზიციისა და  სამოქალაო პირების განადგურება. თუ რუსეთი არ შეწყვეტს ამ ქმედებებს, სირიის კონფლიქტი კიდევ დიდი ხნით გაგრძელდება. სირიელი ხალხი მედგარი და მებრძოლი ხალხია… ისინი გაუძლებენ რუსების აგრესიულ ქმედებებს… ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან ყველანაირად დავეხმარებით სირიელ თანამოძმეებს,, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშირუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს პირველი იანვრიდან შემოიღებს
შემდეგი სტატიაელისო კილაძემ გამოაქყვეყნა ტელეფონის ნომერი-591000711