(video)თურქეთის პრეზიდენტის ქალიშვილის ქორწილი განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მიმდინარეობს

qowili

დღეს სტამბოლში იმართება თურქეთის პრეზიდენტის უმცროსი ქალიშვილის სუმეია ერდოღანის ქორწილი. სააგანტო Haberler-ის ცნობით, ქორწილს 6 ათასზე მეტი სტუმარი ესწრება.
30 წლის სუმეიას რჩეული გახდა 36 წლის სელჩუკ ბაირაქთარი, ქვეყნის უმსხვილესი სამხედრო კონცერნის უფროსის ვაჟი. საქორწილო ცერემონია დაიწყო ყურანის კითხვით. ადგილი, სადაც ქორწილი ტარდება, ათასზე მეტი პოლიციელით არის გარშემორტყმული. ცნობილი გახდა, რომ ქორწილზე მოწვევა მიიღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ყატარის შეიხმა თამიმ ბინ-ჰამად ალ-თანიმ.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში თურქეთში გახშირდა ტერაქტები. ბოლო შემთხვევა მოხდა 10 მაისს ქალაქ დიარბაქირში, რომლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 45-მა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.

https://youtu.be/fxNXw3qZm-Q

 

 

https://youtu.be/n6bdMP1lOug

 

banner
წინა სტატიაში(video) “არაბუნებრივი ის არ არის, რომ ოდესის გუბერნატორი, საქართველოში პარტიას მართავს?!”
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა