თურქეთის პრემიერმინისტრი დღეს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება

საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქეთის პრემიერმინისტრს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომაა დაგეგმილი.

ხელი მოეწერება დოკუმენტებს, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ბინალი ილდირიმს საქართველოს პრემიერმინისტრი ოფიციალურ სადილზეც უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში, ის საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდება. თურქეთის პრემიერმინისტრი თბილისში გუშინ საღამოს ჩამოვიდა.

banner
წინა სტატიაშითორდიაზე თავდასხმა – მინისტრები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ინგლისელ ხალხსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს