თურქეთის პრემიერმა ამბოხების დროს დაღუპულთა და გარდაცვლილთა რიცხვი დააზუსტა

თურქეთში გადატრიალების მცდელობისას 208 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 60 პოლიციელი, სამი ჯარისკაცი და 145 სამოქალაქო პირი. 1491 დაიჭრა – დღეს, 18 ივლისს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბილანი იილდირიმმა თქვა – Reuters-ი წერს.
თურქეთის მთავრობის ხელმძრვანელმა ცალკე აღნიშნა 24 აჯანყების მომწყობთა სიკვდილის შესახებ და დაამატა, რომ კიდევ 50 მათგანი დაჭრილია – The Hürriyet Daily News-ი წერს.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს თურქეთში პუტჩის მცდელობა იყო. გადატრიალების აღკვეთა შეძლეს. შეთქმულებთან კავშირის გამო თანამდებობიდან გაუშვეს 8 ათასამდე პოლიციელი, მათ შორის 100-მდე გენერალი და ადმირალი. მთავრობამ სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ფეტხულაჰ გიულები დაადანაშაულა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და ერდორანის მთავარ ოპონენტად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ნიცაში მომხდარის გამო საფრანგეთის მთავრობას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა
შემდეგი სტატიაუკრაინამ მსოფლიო სავალუტო ფონდს 4,3 მილიარდი დოლარი სთხოვა