თურქეთის პრემიერის თქმით, ჩამოგდებული სუ-24-ის გამო კომპენსაციას არ გადაიხდიან

თურქეთი რუსეთს ჩამოგდებული სუ-24-ის გამო კომპენსაციას არ გადაუხდის – ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბილანი იილდირიმმა განაცხადა Reuters-ი წერს. მისი თქმით, ანკარამ მომხდარის გამო, მხოლოდ და მხოლოდ მწუხარება გამოთქვა.
ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და საჭიროების შემთხვევაში მზაობა გამოხატა კომპენსაცია გადაიხადოს.

გუშინ, პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიენტმა თავის წერილში ასევე ახსენა სიტყვა “ბოდიში”.

banner
წინა სტატიაშიფილარმონიაში რუსი მომღერალი ელენა ვაენგა კონცერტს ჩაატარებს
შემდეგი სტატიადიმიტრი სანაკოევი: ,,ოსური მხარე მზადაა სოფელ ქორდასთან ე.წ. საზღვრის პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერი ამოიღოს”