თურქეთის პრემიერი: თურქეთ-გერმანიის ურთიერთობა შესამჩნევად არ შეიცვლება

9ბუნდესტაგის გადაწყვეტილება, პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მხრიდან სომხების განადგურებას გენოციდი უწოდოს, ორ ქვეყანას შორის დიდად არ შეცვლის ურთიერთობას – განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი იილდირიმმა.
“გერმანია და თურქეთი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. ნურავინ შეეცდება იმას, რომ ჩვენი ურთიერთობა მკვეთრად შეიცვლება ამ გადაწყვეტილების გამო” – განაცხადა იილდირიმმა.
ამასთანავე, პრემიერმა აღნიშნა, რომ თურქეთი აუცილებლად უპასუხებს ბუნდესტაგის რეზოლუციას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს თურქების მიერ სომხების გენოციდს აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიგასულ კვირას დაკარგული იაპონელი ბავშვი იპოვეს
შემდეგი სტატიაამერიკულ ავიაშოუში, რომელშიც ობამა მონაწილეობდა, თვითმფრინავი აფეთქდა