თურქეთში ქალების პოლიციაზე თავდასხმის ვიდეო გამოქვეყნდა

თურქულმა Haberturk-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ესხმის თავს ორი ქალი პოლიციის შენობას.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დღს მოხდა თურქეთში. თავდასხმის შემდეგ პოლიციამ სისხლის კვალით დაადგინა შენობა და ბინა, სადაც ეჭვმიტანილები დაიმალნენ. მოხდა შენობის მოსახელეობის ევაკუაცია, რაიონს სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს.

სპეცოპერაციის ადგილს საჰაერო პოლიცია აკონტროლებდა. პოლიციელებმა ეჭვმიტანილებს დანებება შესთავაზეს, თუმცა მათ პასუხი არ გაუციათ, რომლის შემდეგაც სპეცოპერაცია დაიწყო და ორივე ქალი მოკლეს. დაჭრილია პოლიციის ორი თანამშრომელი.

პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა დღეს დილით მოხდა. როგორც ვიდეოზე ჩანს, ორმა ქალმა პოლიციის შენობაში ყუმბარები შეაგდო და შემდეგ ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა.
თურქეთში წლის დასაწყისიდან ორი მსხვილი ტერაქტი მოხდა, რომლის მსხვერპლი 40 ადამიანია და დაშავდა დაახლოებით 100.

დღეს მომხარ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

banner
წინა სტატიაშიანდრო ბარნოვი ენმ-ზე- “ბიუროკრატიული დაპირისპირება მარაზმია”
შემდეგი სტატიაბენ კარსონი პრეზიდენტობისათვის ბრძოლას გამოეთიშება