თურქეთის მთავრობამ კარკამიშის მოსახლეობას ქალაქის დატოვება უბრძანა

თურქეთის მთავრობამ ქალაქ კარკამიშის მცხოვრებლებს უბრძანა ქალაქი დატოვონ. ქალაქი სირიის საზღვართან მდებარეობს.
ევაკუაციის მიზეზი ექსტრემისტული დაჯგიფება “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან სირიის ტერიტორიიდან დაწყებული სროლებია.
თურქული “სიენენი” ავრცელებს, რომ სამართალდამცველები ადგილობრივებს ინსტრუქციას უტარებენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ევაკუაცია.
ამბოხებულები, რომელთან თურქეთიმხარს უჭერს, ჯერაბლუსაზე შეტევას ანხორციელებენ, ასევე, თურქეთი სირიულ ქალაქს პერმანენტულად ბომბავს ამბოხებულების დასახმარებლად. “ფრანს პრესის” მონაცემებით, შეტევაში ასობით ამბოხებული მონაწილეობს.
თურქეთის მთავრობამ არა ერთხელ განაცხადა, რომ ჯერაბლუსის განთავისუფლება ბოევიკებისგან თურქეთის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი : კარგია, რომ თავდაცვის ახალმა მინისტრმა ჩემი ბრძანება არ გააუქმა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე: არ შეიძლება თარიღებით სპეკულირება