თურქეთის მთავრობა მზად არის გახსნას საზღვარი და ევროპაში, ყოველთვიურად 15 ათასი მიგრანტი გაუშვას

თურქეთის შს მინისტრმა სულეიმან სოილმა განაცხადა, რომ ანკარასა და ამსტერდამს შორის კონფლიქტი თუ გაგრძელდება, თურქეთის მთავრობა მზად არის გახსნას საზღვარი და ევროპაში, ყოველთვიურად 15 ათასი მიგრანტი გაუშვას. “მოკლედ, მე ევროპას მივმართავ: თქვენ ასეთი მამაცები ხართ? გინდათ, ჩვენ თავის ტკივილი მოგიწყოთ და თქვენსკენ გავუშვათ ის 15 ათასი მიგრანტი ყოველთვიურად, რომელთაც ახლა აქ ვაკავებთ?” – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მევლუტ ჩავუშოღლუ ევროპას “მიგრანტების ნაკადში ჩაძირვით” დაემუქრა.

banner
წინა სტატიაში„მე არ ვითხოვ გირაოს,ჩემი შვილი არის მხვერპლი და ის უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ ” -კილაძე
შემდეგი სტატიაიტალიელმა ბერლუსკონესთან ბებიის სადილში 70 ათასი ევრო გადაიხადა