თურქეთის მთავრობა ანტალიის გადარჩენას მადონასა და ჯასტინ ბიბერში ხედავს

თურქეთის მთავრობა ანტალიის გადარჩენას მადონასა და ჯასტინ ბიბერში ხედავს

madonaთურქეთის მთავრობა ტურისტული ნაკადის შემცირების გამო შეშფოთებულია. ამიტომ, გადაწყვიტა, ანტალიის გასარეკლამირებლად ჯასტინ ბიბერი და მადონა მოიწვიოს – მსოფლიო დონის ვარსკვალვები „ექსპო-2016“-ზე გამოვლენ, რომელიც აპრილში, ანტალიაში გაიმართება, – იუწყება Hurriyet Daily News.
გამოცემის ცნობითვე, „ექსპო-2016“ ტურიზმის განვითარების კატალიზატორი გახდება, რომლის ფარგლებშიც კონცერტები და სხვა ტიპის ღონისძიებები მოეწყობა.
ცნობისთვის: აქამდე თურქეთის კურორტებზე რუსი ტურისტები მეორე ადგილს იკავებდნენ. ორ ქვეყანას შორის გაფუჭებული ურთიერთობის ფონზე კი, მათი რიცხვი თურქეთში საგრძნობლად შემცირდა.

banner
წინა სტატიაში“თუ წელს საქართველომ გააგრძელა სიტუაცია როგორც არის, დედა შვილს არ აიყვანს ხელში”
შემდეგი სტატიაბათუმში 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს