თურქეთის გენშტაბი: გადატრიალებისას დაღუპულია 104 ამბოხებული

თურქეთში სამხედრო გადატრიალებისას 104 ამბოხებულია მოკლული – განაცხადა გენშტაბის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალმა უმიტ დუნდარმა. მან განაცხადა, რომ ამბოხი ჩაიშალა და დაამატა, რომ 90 ადამიანი, რომელთა შორის 41 პილიციელია და 47 მოქალაქე, “მწვალებლების მიერ იქნა მოკლული”.
დუნდარის თქმით, ამბოხებულმა ჯარისკაცები, რამდენიმე მეთაური მძევლად აიყვანეს, რომ მათ ხელის შეშლა არ შეძლებოდათ.
თურქეთის მთავრობამ, საერთო ჯამში 1 500-ზე მეტი ამბოხებული დააკავა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ერდოღანმა თავის მომხრეებს მოუწოდა სიტუაციის დარეგულირებამდე ქუჩებში გამოვიდნენ. ამასთანავე, მან ხალხი გაამხნევა და თქვა, რომ “მთავრობა ყველაფერს აკონტროლებს” და სიტუაციას მართავს.
შეიარაღებული ამბოხება თურქეთში წუხელ გვიან ღამით დაიწყო.
ერდორანმა პარლამენტის საგანგებო სხდომა უკვე მოიწვია.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელები ბორის ჯონსონის ახალ პოსტზე: სიცილი და აღშფოთება სოციალურ ქსელში
შემდეგი სტატიანიცას ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო