თურქეთის ციხეებს 38 000 მსჯავრდებული დატოვებს

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა თავის ტვიტერის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში თურქეთის ციხეებს 38 000 მსჯავრდებული დატოვებს.

მისი თქმით, ეს არ არის ამინისტია, არამედ პირობით ვადამდე გათავისუფლებაა. მინისტრი წერს, რომ საქმე შეეხება მხოლოდ მსუბუქ და საშუალო ხასიათის დანაშაულების ჩამდენ პატიმრებს, რომლებმაც კანონდარღვევა 2016 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინეს. მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები კვლავ ციხეში რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში 17 000 მდე ადამიანია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : არ ვაპირებთ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგის ფერხულში ჩავებათ
შემდეგი სტატია(VIDEO) ბიუროს სხდომაზე უსუფაშვილმა და ვოლსკიმ იკამათეს