თურქეთის არმიის 117 ოფიცერი დააპატიმრეს

თურქმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყნის 45 პროვინციაში ჩატარებულ ოპერაციების შდეგად, ფეთულაჰ გულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი, შეიარაღებული ძალების 117 ოფიცერი დააკავა.
იზმირის პროკურატურის (რომელმაც დაკვების ორდერები გასცა) ვერსიით, ზემოაღნიშნულ ოფიცრებს საიდუმლოდაცული კავშირი ჰქონდათ ორგანიზაციის მაღალი რანგის წევრებთან.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი წარუმატებელი სამხედრო ამბოხების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ 50.000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა და 150.000-ზე მეტი სამსახურიდან გაანთავისუფლა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა თურქეთისგან ავანსი მიიღო
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მოიწონა