თურქეთი სირიის საზღვარზე კედელს აშენებს

თურქეთი სირიის საზღვარზე კედელს აშენებს

თურქეთი სირიის საზღვარზე კედელს აშენებსთურქეთმა სირიასთან მოსაზღვრე 82 კილომეტრიან მონაკვეთზე კედლის მშენებლობა დაიწყო – ამის შესახებ სააგენტო Dogan წერს.

სირიის მხრიდან თურქეთის საზღვარს ისლამისტური დაჯგუფებები აკონტროლებენ. სააგენტოს ინფორმაციით, კალისის და გაზიანთების რაიონებში ბეტონის 4 მეტრიანი კონსტრუქციები დააყენეს.
ამავე დროს, თურქეთის მთავრობა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და არც კომენტარს აკეთებს.
თურქეთმა სირიის საზღვართან უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, რომ ისლამისტების ქვეყანაში შესვლაში ხელი შეუშალოს.
აშშ-მ არა ერთხელ მოუწოდა თურქეთს სირიასთან საზღვრის გაკონტროლებისკენ.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უარყოფს
შემდეგი სტატიარუსეთი, საქართველოს თავდაცვას ,,სარაფანის რადიოზე,, დაყრდნობაში ადანაშაულებს…